პროექტის სახელი: ავტომობილი და გალვანური ელემენტი.
პროექტის მოკლე აღწერა: გალვანური ელემენტები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, რადგან ძალიან მოსახერხებელია ენერგიის მისაღებად. მისი ერთ-ერთი სახეობა აკუმულატორი ფართოდ გამოიყენება საავტომობილო ტრანსპორტში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვყოფ 3 ჯგუფად, თითო ჯგუფში 5 მოსწავლე.პროექტი გათვლილია 16-17 წლის მოსწავლეებზე. პროექტის ხანგრძლივობაა ორი კვირა.ვაძლევ დავალებას თითოეულ ჯგუფს: სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენებით შეისწავლონ შემდეგი საკითხები: ა) რა სახის აკუმულატორები გამოიყენება ავტომობილებში და რა განსხვავებაა მათ შორის. ბ) რა ფუნქცია აქვს აკუმულატორს მანქანაში. გ) რაზეა დამოკიდებული აკუმულატორის ვარგისიანობის ვადა. დ) როდის არის საჭირო აკუმულატორის დამუხტვა და როგორ ხდება ეს. ე) რა პროცესები მიმდინარეობს აკუმულატორში მისი დამუხტვისას. ვ) რამ შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა.ზ) შესაძლებელია თუ არა გახანგრძლივდეს აკუმულატორის “ვარგისიანობის„ ვადა და როგორ შეიძლება ამის მიღწევა.
ასევე მოიპოვონ მასალები თვალსაჩინოებისათვის.
აიღონ შემდეგი სახის ინტერვიუ მძღოლებისა და ავტომოყვარულებისაგან:
ა) როგორ ადევნებენ თვალყურს აკუმულატორის მდგომარეობას,რის მიხედვით ადგენენ,როდისაა საჭირო აკუმულატორის დამუხტვა და რა ხერხებს მიმართავენ ამ დროს,როგორ იქცევიან იმ შემთხვევაში, როდესაც გოგირდმჟავას სიმკვრივე საჭიროზე ნაკლებია.
ბ) შეაგროვონ ინფორმაცია დღეისათვის რა სახის აკუმულატორები შემოდის საქართველოს ბაზარზე გასაყიდად. რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რომელ მათგანს რა უპირატესობა აქვს.
ერთი კვირის შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს პროექტან დაკავშირებით განვიხილავთ მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას,ვირჩევთ ჯგუფიდან თითო პრეზენტატორს,რომელმაც უნდა დაიცვას პროექტი.ასევე მივუთითებ,რომ ნამუშევრის წარსდგენისას აუცილებლად უნდა აღნიშნონ:
ა) კიდევ რა “ღირსება“უნდა ჰქონდეს აკუმულატორს,ან თუნდაც მშრალ ელემენტს,რომ მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი იყოს.
ბ) არსებობს თუ არა თუნდაც თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ აკუმულატორმა მომავალში ეს „ღირსება“შეიძინოს. თუ მიგაჩნიათ,რომ თქვენი სურვილი მხოლოდ ოცნებაა.
ამ პროექტის სარგებელი მდგომარეობს შემდეგში:მოსწავლეები გაიგებენ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ აკუმულატორებს და როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში.
პროექტი სრულდება ქართულ ენაზე.
კავშირშია ფიზიკასთან.
ფასილიტატორი: თამარ ებრალიძე.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: tamu.ebralidze8@gmail.com